92
03 იანვარი 2026, 18:02
კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელის ილონ მასკის განცხადებით, USAID-ი არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქოვანი ბურთი.
მასკი სოციალურ ქსელ X-ში ერთ-ერთ პოსტს აზიარებს, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია აფინანსებდა, როგორც უჰანის ლაბორატორიის ფუნქციის გაზრდის კვლევას, ასევე „სმარტმატიკის“ საარჩევნო სისტემებს.
პოსტის ავტორი სვამს კითხვას, დამთხვევა იყო, თუ არა, რომ „კოვიდი“ ზუსტად 2020 წლის არჩევნების პერიოდში გაჩნდა. ის ასევე ამბობს, რომ მემარცხენე მილიარდერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და USAID-მა ამერიკაში No King-ის საპროტესტო აქციებიც დააფინანსეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |