საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 09 დეკემბერი 2025, 14:24

საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა. 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა. 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.1% იქნება. ეს ტენდენციები ხელს უწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
ის, რომ საქართველოს ბიზნესმხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას
სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა, კერძოდ, იყო 21.3% და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე
კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
არქივი