IOC რასიზმის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
797 14 ივნისი 2020, 16:26

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) რასიზმის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს.

„IOC ხაზს უსვამს, რომ დისკრიმინაციის უქონლობა - ეს არის ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. ეს შეეხება რასას, კანის ფერს, ენას, რელიგიას, პოლიტიკურ შეხედულებებს და ბევრ სხვა რამეს. ოლიმპიური თამაშები არის უმძლავრესი გლობალური ფორუმი, რომელიც მიმართულია რასიზმის წინააღმდეგ. ეს არის კაცობრიობის ერთობის დღესასწაული. IOC-ში შემავალი ყველა ქვეყნის ათლეტები თანასწორნი არიან. ისინი მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ოლიმპიურ სოფელში,  იზიარებენ ერთმანეთის შეხედულებებს და ემოციებს. სწორედ ეს არის ოლიმპიური თამაშების და IOC-ის, როგორც ორგანიზაციის დნმ-ი.

IOC ეწინააღმდეგება რასიზმს და დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ამ პრინციპებს ღირსეულად უჭერენ მხარს სპორტსმენები. ერთნი ამას მეტად გამოხატულად აკეთებენ. ათლეტები თითოეულ ქვეყანაში რასიზმის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ გამოდიან,“ - ნათქვამია IOC-ის  ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის სასტიკი ქმედებების შედეგად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა, რასაც აშშ-ის მასშტაბით მასობრივი არეულობები და საპროტესტო აქციები მოჰყვა, მათ შორის, სპორტული სამყაროს წარმომადგენლებისგან. ამასთან დაკავშრებით IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი განმარტავს, რომ არასწორი  იქნება, თუ მხარდასაჭერად სპორტსმენებს ინსტრუქციებს მისცემს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი