ნათია თურნავა - დარწმუნებული ვარ, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია უფრო გაძლიერებული გამოვა ამ გამოწვევიდან და კრიზისიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
816 08 ივნისი 2020, 10:22

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფელ რუისპირში მდებარე კომპანია „ლექსოს მარანის“ საოჯახო ტიპის სასტუმრო „არგეს“ ესტუმრა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო ცოტა წინ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა და 11 ახალი ნომერი დაემატა, რის შემდეგაც ოთახების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. სასტუმროში ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული. ჯამურად ინვესტიციის მოცულობამ დაახლოებით 2.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც სესხის მოცულობა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 1.45 მილიონი ლარია.

ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად მსოფლიოში ტურისტული ინდუსტრიის პრობლემების მიუხედავად, რომელიც საქართველოსაც შეეხო, ქვეყანაში კვლავ ხორციელდება მიმზიდველი პროექტები ტურიზმის დარგში.

„მოგეხსენებათ, ტურისტულ ინდუსტრიას მთელ მსოფლიოში გაუჭირდა და პანდემიის გამო საქართველოც დაზარალდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მნიშცნელოვანია, რომ საქართველოში კვლავ გრძელდება მსგავსი ტიპის მიმზიდველი პროექტების განხორციელება, მოლოდინები არის პოზიტიური. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია უფრო გაძლიერებული გამოვა ამ გამოწვევიდან და ამ კრიზისიდან, ვიდრე მანამდე იყო“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი