ეკონომიკის მინისტრი - ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება შევძლოთ და გაცვლითი კურსის რყევები შევამციროთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
796 06 ივნისი 2020, 21:49

საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება შევძლოთ და გაცვლითი კურსის რყევები შევამციროთ. რაც პოზიტიურად მოქმედებს ბაზარზე. რა არის ეს ბერკეტები: პირველ რიგში, მაკროეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნეთ, მათ შორის ის, რომ საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა არ დავუშვით და ჩვენი პარტნიორების მეშვეობით მოვიზიდეთ აუცილებელი რესურსი covid-19-თან ბრძოლისა და ეკონომიკის დახმარებისთვის. მონეტარული პოლიტიკის ბერკეტები ეროვნული ბანკის ჩართულობით ეფექტურად არის გამოყენებული. მიმართულია ინფლაციის ეტაპობრივი შეკავებისკენ და ასევე ეროვნული ვალუტის კურსის რყევების ნიველირებისკენ. მიმართულია იქითკენ, რომ საბანკო სისტემა დარჩეს ჯანსაღი და ლარის რესურსის მიწოდება იყოს სწორი ბაზარზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი