პიერ სვინკელი ნათია თურნავას – მინდა, მადლობა გითხრათ, რომ მთავრობასთან ერთად ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად მუშაობთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1011 30 ოქტომბერი 2019, 16:49

მინდა, მადლობა გითხრათ, რომ მთავრობასთან ერთად ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად მუშაობთ, – ამის შესახებ Royal Swinkels Family Brewers – ის გენერალურმა დირექტორმა, პიერ სვინკელმა განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართულ კომპანია “არგოსა” და ნიდენლანდურ Royal Swinkels Family Brewers – ს შორის ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრო, რომლითაც ნიდერლანდურმა კომპანიამ „არგოს” წილის 40 პროცენტი შეისყიდა. კომპანიებს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც Royal Swinkels -მა “არგოს” ბრენდი “ჰოლანდიის” წარმოების ლიცენზია გადასცა. ქართულ კომპანიაში წილის შესყიდვით, Royal Swinkels -მა საქართველოს ლუდის ბაზარზე თავისი წილი 15 პროცენტამდე გაზარდა.

“დიდი პოტენციალი გვაქვს ქვეყნის გარეთაც. საქართველოს მთავრობას გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, რაც ძალიან ხელსაყრელია ექსპორტისთვის. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს კომპანიას ამ შეთანხმებების ფარგლებში წარმატებით გავიდეს საექსპორტო ბაზრებზე. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრს, რადგან მთავრობასთან ერთად მუშაობთ ამ ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად,” – განაცხადა პიერ სვინკელმა.

ხელშეკრულების წილის შესყიდვის თაობაზე ხელი მოაწერეს კომპანია „არგოს” გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილ და Royal Swinkels Family Brewers – ის გენერალურმა დირექტორმა პიერ სვინკელმა.

პიერ სვინკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ლუდის ბაზარი დინამიკურად იზრდება, რასაც ტურიზმის სფეროს განვითარება ხელს უწყობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი