Bloomberg - უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 30 აპრილი 2025, 16:15
შესაძლოა, უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მოაწეროს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, მხარეები იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტზე, რომელიც უკრაინაში საინვესტიციო პროექტების მართვის ერთობლივი ფონდის შექმნას ითვალისწინებს, უკვე შეთანხმდნენ და მზად არიან, რომ შეთანხმებას ხელი დღესვე, 30 აპრილს მოაწერონ.

მისი თქმით, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ვაშინგტონში გაემგზავრა.

Bloomberg-ი დოკუმენტის პროექტის გაცნობის შედეგად წერს, რომ „მხარეები უკრაინის სამთო მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ პროექტებში ინვესტიციების გასაზრდელად შესაბამისი პირობების შექმნას შეეცდებიან“.

„შეთანხმება აძლიერებს მხარეებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად გამოწვეული მასიური ნგრევის საპასუხოდ“, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

შეგახსენებთ, 17 აპრილს აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის განზრახვას ადასტურებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა მოთხოვნები გაცვალეს
პრემიერის ანგარიში - 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 450 652 მგზავრს მოემსახურა, რაც ქვეყნისთვის მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია
ირაკლი კობახიძე - გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის გამთლიანების უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით
თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი სათესლე კარტოფილი განადგურებას დაექვემდებარა
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი