ირაკლი გედენიძე სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირმა ნადირაშვილთან საუბარს იხსენებს: ციხიდან გამოშვების შემდეგ დამირეკა, ვუთხარი, თუ რამე დარჩა აპარატურა, იმასაც გთხოვთ-მეთქი, "დაგიბრუნო არა ისა, სად დაეთრეოდი, რა გეგონაო"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 30 აპრილი 2025, 14:35
ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ, "ფოტოგრაფების საქმეზე" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საუბრობს, ირმა ნადირაშვილის სატელეფონო ზარი გაიხსენა, რომელიც 2011 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და გედენიძის ხელმძღვანელი იყო. 

როგორც მან აღნიშნა, ირმა ნადირაშვილს არ ეგონა, თუ ისევ ხაზზე იყო გედენიძე და მის თხოვნაზე, სამუშაო ოთახში დარჩენილი მისი ნივთები და აპარატურა დაებრუნებინათ, 26 მაისის ფოტოების გადაღება წამოაძახა რეპლიკით: "სად დაეთრეოდი". 

"გავიხსენებ ქალბატონ ირმასთან [ნადირაშვილი] ერთ ზარს. მე ვახსენე, ინტერვიუ გადავიღე-მეთქი. ფოტოები ხომ უნდოდათ, რომლებიც უკვე წაღებული ჰქონდათ, აპარატში იყო ჩიპი, რომელიც დალუქული იყო. იმ ხალხმა მოითხოვა გამოცემიდან ფოტოები. [ციხიდან] გამოშვების შემდეგ მირეკავს, რომ ფოტოები მოგვაწოდეო, ვუთხარი მე არ მაქვს აპარატურა, ისევ იქ არის და თქვენ უნდა მიმართოთ, თქვენი აპარატურაა. ავუხსენი, ნორმალურად ვისაუბრეთ, არც აგრესიულად. ვუთხარი, ჩემს ოთახში ჩემი ნივთებიც არის და თუ რამე დარჩა აპარატურა, იმასაც გთხოვთ-მეთქი. "დაგიბრუნო არა, ისაო, სად დაეთრეოდი, რა გეგონაო" - არ ეგონა, თუ  კიდევ ხაზზე იყო ჩემთან. 26 მაისი წამომაძახა ისე, რომ არ იცოდა მე ამას ვისმენდი თუ არა." -  განაცხადა ირაკლი გედენიძემ
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ უკრაინას ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება არა უკრაინაზე, არამედ ალიანსზე
წერილების თუ გზავნილების გაცვლა აშშ-ის საელჩოსა და ადმინისტრაციასთან მაჩვენებელია, რომ დალაგების იმედი სწრაფად ქრება, ეს არის ბრძოლა, რომელიც ბოლოს გამარჯვებას მოიტანს
ლიეტუვური მედია: ლიეტუვის საჯარო მოხელის კომპანია რუსეთს აკრძალული დასავლური მდიდრული ბრენდებით ამარაგებდა
სახელმწიფოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ მსგავსი შეხვედრის სურვილი არსებობს, რასაც მოჰყვება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ
სააკაშვილის ბრძანებულებაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ წერია, მან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს საქართველოს ხელისუფლებასთან, ავტონომიური ოლქის სტატუსზე
არქივი