იყო ახალი გათხრილი საფლავი. დამაგდეს, დამიწყეს ცემა. ვეკითხებოდი რა გინდათ მითხარით და გეტყვიტთქო. ვინც მეუბნებოდა რომ ყველაფერი უნდა თქვაო ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 30 აპრილი 2025, 13:50
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ისაუბრა და მისი სასაფლაოზე ცემის ფაქტი გაიხსენა. 

მისი თქმით, გათხრილ საფლავთან მუხლებზე დააგდეს, დაუწყეს ცემა და იარაღი დაადეს. 

„იყო ახალი გათხრილი საფლავი. ჯიქიას სასაფლაოზე რომ ბასრავს ისეთ მიწაზე დამაგდეს. ბორკილები მაქვს ისევ დადებული, მუხლებზე ვაგდივარ და ავხედე და უკვე ყველას შავი ნიღაბი უკეთია. დამიწყეს ცემა, რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყამდნენ ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩაღუნული, ვერც ხელებს ვიფარებ და ვიცავ იდაყვებით, რომ სასიცოცხლო ორგანოები დავიცვა. მერე გადავვარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლის ქვევით ფეხით დარტყმა. მერე ვიღაცამ კეფაში ჩამარტყა. ვეკითხებოდი რა გინდათ მითხარით და გეტყვიტთქო. ვინც მეუბნებოდა რომ ყველაფერი უნდა თქვაო ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო. რას აკეთებ არ გაგივარდეს მეთქი, სად ვმუშაობ ხომ იცი მეთქი და აღარ მუშაობ უკვეო და იარაღიანი ხელი გამარტყა სახეში. კაი კაი წამოდითო იქ მივიყვანოთო და ამწიეს და ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს მოდულში“, - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანკარაში „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა
შალვა პაპუაშვილი - არსებობს ის, რაც ჩვენია და ის, რაც სხვისია, ამის გარჩევა უნდა შეგვეძლოს, პატრიოტიზმი ჩვენის და სხვისის გარჩევაა, სწორედ ამიტომ, ეს დღე ჩვენია, გილოცავთ 26 მაისს
26 მაისთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა
გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
დავით მარდალეიშვილი ერეკლე გეწაძეს, რომელმაც რუსეთის დროშა შეურაცხყო: შენს ასეთ საქციელს, შეიძლება, დღეს, მოსკოვში, რომელიმე კავკასიელის სიცოცხლეც შეეწიროს, წითელ მოედანზე გააკეთე იგივე, თუ ვაჟკაცი ხარ
არქივი