ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო - იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 30 აპრილი 2025, 11:30
2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო: 2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი და თებერვალში 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 9.0 პროცენტს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა, - მონაცემებს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„მარტის თვეში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. 2025 წლის მარტში ექსპორტი 8.2%-ით გაიზარდა და 565.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მოცულობა - 826 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.

2025 წლის მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.8%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,270 ერთეულს გაუტოლდა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.2%-ს შეადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა
გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10-ჯერ მეტად, ვიდრე მოლდოვის ეკონომიკა, 3-ჯერ მეტად ვიდრე უკრაინის ეკონომიკა, 5-ჯერ მეტად, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკა
I კვარტალში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა 22%-ით გაეზარდა - "ყაზტრანსოილი"
ისტორიაში პირველად - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
გიორგი ცუცქირიძე ოპოზიციის სპეკულაციებზე: რომელ ეკონომიკის ჩამოშლაზე ან საბიუჯეტო კრიზისზეა საუბარი, როდესაც საშემოსავლო გადასახადების ხაზით საპროგნოზო მაჩვენებლები გადაჭარბებით არის შესრულებული
არქივი