საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ე.წ. ფოტოგრაფების საქმე განიხილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 30 აპრილი 2025, 09:20
დღეს საქართველოს პარლამენტში, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

სხდომაზე განიხილება ე.წ. ფოტოგრაფების საქმე და მიწვეულები არიან ნათია გედენიძე, ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე, მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით.

სააკაშვილის რეჟიმის სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის იყვნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას“ ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათია გედენიძე.

ახალი ხელისუფლების პირობებში საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.

2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.

2023 წელს საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე გამართლებული ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: დღეს ცივილიზაციური რღვევის პროცესთან გვაქვს საქმე - ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც ჩვენ მარადიულები გვგონია, თითქოს საკუთარ იდენტობას კარგავენ
ზაზა შათირიშვილი: თუკი პირველი მსოფლიო ომი იყო ბრძოლა ნაციონალიზმებს შორის, მეორე მსოფლიო ომი იყო იდეოლოგიური დაპირისპირება, დღეს ზედაპირზე არის გეოპოლიტიკა, ხოლო სიღრმეში არის ღირებულებითი დაპირისპირება
შსს-ს ინფორმაციით, ნიკა მელია დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს
ნიკა გვარამია - ნიკა მელიას დაკავების არცერთი საფუძველი არ არსებობს - ფორმალურად არც გირაოს გადახდის ვადა გასულა, არც სასამართლოს გამოუტანია აღკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება
ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ნიკა მელია დააკავეს
არქივი