გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში, იქ არის მისი საქმიანობის ამსახველი ვიდეოები, ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, დასხდნენ, ერთი საათი ნახეს ყველა ფაილი, შესაბამისად, ამ კომპიუტერს არ შეეხნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 30 აპრილი 2025, 00:11
შეიძლება ითქვას, რომ ჩემთან დაკავშირებით საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ. მე რაიმე არსებით დარღვევას ვერ გამოვყოფდი, - ასე შეაფასა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკა, გადაცემაში „ახალი ფორმულა“.

ცქიტიშვილის განცხადებით, სახლში ასევე იყო მისი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი, რომელიც მისი თხოვნის შემდეგ არ წაიღეს და მხოლოდ ადგილზე დაათვალიერეს მასში არსებული ინფორმაცია.

„ერთადერთი, რომ ჩემს მეუღლეს აუკრძალეს ვიდეო გადაღება, ანუ არა ლაივში ჩართვა, არამედ ვიდეო გადაღება იმ პროცესის და მე ვუთხარი, რომ ეს იყო უკანონო, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ჰქონდათ შეზღუდვის უფლება, ნუ ეს შეიძლება საკამათო იყოს. მე ახლაც მიმაჩნია, რომ მეუღლეს ჰქონდა გადაღების უფლება, თუმცა, შემდეგ იყო რომ ძალით მოკიდეს ხელი და გადაუგრიხეს ამ შემთხვევაში მე თვითონაც ჩავერიე და დავაწყნარე სიტუაცია. მე მერჩია, რომ წყნარ სიტუაციაში ჩატარებულიყო ეს ჩხრეკა. ერთი ფაქტორი რაც იყო, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში და იქ არის მისი საქმიანობის, ცხოვრების ამსახველი ვიდეოები და არ მინდოდა, რომ ამ კომპიუტერისთვის ასე მოეკიდათ ხელი და წაეღოთ ეს ჩემი გარდაცვლილი შვილის არქივი ასე დაკარგულიყო, ამიტომ მერჩია, რომ წყნარად ჩატარებულიყო. ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, დასხდნენ ერთი საათი ნახეს ყველა ფაილი და დარწმუნდნენ, რომ ცენტრის და „ადამიანის უფლებათა სახლის“ საქმიანობის ამსახველი ფაილები იქ არ იყო, შესაბამისად, ამ კომპიუტერს არ შეეხნენ. ერთადერთი კიდევ რაც მოვითხოვე ადვოკატის თანდასწრება, თუმცა, ადვოკატს არ დაელოდნენ, მაგრამ მაინც დროულად მოვიდნენ ჩემი ორგანიზაციის იურისტები ნესტან ლონდარიძე და ეკა ქობესაშვილი ესწრებოდნენ სახლის ჩხრეკას და შესაბამისად რაიმე პროვოკაციულ ქმედებას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჰამბურგში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა და 12 ადამიანი დაჭრა
აზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ჩეხეთის საგარეო უწყება - შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტები განიხილა
სოზარ სუბარი აშშ-ის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციების შესახებ ინფორმაციაზე: მინიმუმ განმარტება უნდა მოვისმინოთ ამერიკის საელჩოსგან, რას შეეხებოდა ეს შეხვედრა
არქივი