ნანუკა ჟორჟოლიანი: დროა, რომ ყველამ ერთად უკვე მოვითხოვოთ არა არჩევნები, არამედ ამ ხელისუფლების გადადგომა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 30 აპრილი 2025, 00:09
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი “ტვ პირველის” ეთერში საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაზე საუბრობს.

ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ აქციები უფრო ხმამაღალი უნდა იყოს და დროა, ყველამ ერთად ხელისუფლების გადადგომა მოითხოვოს.

„აქციები უნდა იყოს გაცილებით უფრო ხმამაღალი და დროა, რომ ყველამ ერთად უკვე მოვითხოვოთ არა არჩევნები, არამედ ამ ხელისუფლების გადადგომა და მე ვარ დარწმუნებული, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აქციები დაიგეგმება უახლოეს მომავალში”, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, დღეს, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
POSTV - სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში აშშ-ის საელჩოდი იმყოფება
ევროკავშირის წარმომადგენლობა - საქართველოს ხელისუფლებამ საიმონ ვანდერბრუკთან დაკავშირებულ დამამცირებელ ინციდენტზე მოიბოდიშა და დაადასტურა, რომ მის სამუშაო პოზიციაზე დაბრუნებას მიესალმებიან
შალვა პაპუაშვილი - ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა, რისი მიზანიც ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა
თინა ბოკუჩავა - ზურაბიშვილისგან პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა არა ივანიშვილზე გადაბრალება, არამედ პასუხისმგებლობის აღება, გაეკეთებინა, რაც ხელეწიფებოდა, ეს იყო შეწყალების უფლება
სახალხო დამცველი - სახალხო დამცველის აპარატმა 22 მაისს დაკავებულებთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირებისთვის საგამოძიებო სამსახურს მიმართა
არქივი