რა უქნა ლიბერალურმა ფაშიზმმა გერმანიას, აქედანაც ჩანს - კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში" და სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი კინწურაშვილიც დააჯილდოვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 29 აპრილი 2025, 19:09
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ამ ეტაპზე კი „მედია განვითარების ფონდისა“ და „მითების დეტექტორის“ ხელმძღვანელ თამარ კინწურაშვილისთვის, გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ მიერ, სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიის ლაურეატობის გადაცემას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„რა უქნა ბრიუსელის ბიუროკრატიამ და ლიბერალურმა ფაშიზმმა გერმანიას, აქედანაც ჩანს.

კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში" და ადამიანის უფლებებზე ლექციებს ატარებინებენ; ახლა, სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი და მედიაზონდერი კინწურაშვილი დააჯილდოვეს...

მოკლედ, ამათ საელჩოსთან საპატიო დაფაზე უნდა წაუწერო: „მე არ მაქვს სინდისი, ჩემი სინდისი ადოლფ ჰიტლერია“.

P.S. ვისი ფრაზაა, ელჩმა ფიშერმა იცის, ყველაზე კარგად!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: თუ ოპოზიციის დეკლარირებული ღირებულებები, მოტივაცია და მიზნები გულწრფელია, ახლა სწორედ ამერიკის საელჩოსთან უნდა იმართებოდეს საპროტესტო აქცია, მაგრამ მატყუარები, მონები და აგენტები ხართ
შალვა პაპუაშვილი: სტატისტიკა საელჩოების განცხადებების რეალობასთან აცდენას ამხელს - პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით
ზაალ ანჯაფარიძე: ბაჩიაშვილი ტყუილ-მართალში აიხლართა, როდესაც თავის დაკავების და საქართველოში ჩამოყვანის დეტალებს მისებურად აფორმებს. თუმცა, მისდა უნებურად აღიარებს ქართული სპეცსამსახურების მაღალ პროფესიონალიზმს
ზურაბ ქადაგიძე: ბაჩიაშვილი ვერც კი ხვდება, რომ თუ მართალია რასაც ჰყვება, პირდაპირ ადასტურებს უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას
ირაკლი კობახიძე - უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, საქართველო ერთგულია ძლიერი პარტნიორობის იდეის, ამასთან, იცავს საკუთარ უნიკალურ მემკვიდრეობას
არქივი