სუს-ი: 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 29 აპრილი 2025, 17:16
გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარების, მათთვის საყურადღებო თემებზე გამოკითხვისა და გადაბირების მცდელობები. სავარაუდოდ, მსგავსი კონტაქტებისას, ასევე, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მათთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად გარკვეულ ტექნიკურ ღონისძიებებს ატარებდნენ, - ნათქვამია სუსის ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაფიქსირდა ცალკეული მასმედიის წარმომადგენლის კავშირი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებთან და სავარაუდოდ, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებისგანაც იღებდნენ დაფინანსებას და მითითებებს, ასევე აწვდიდნენ ინფორმაციას დაინტერესების საკითხებზე.

„საანგარიშო პერიოდში, გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოში ვიზიტად მყოფი პირების გამოყენების მცდელობები. დაფიქსირდა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე საეჭვო საქმიანობის განხორციელების ფაქტები, რაც გამოიხატა GPS კოორდინატების დადგენაში, დრონებით ფოტო და ვიდეოგადაღებებში. აღნიშნული კატეგორიის ზოგიერთი პირის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის ამოქმედდა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმი“, - წერია ანგარიშში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე - რუსული მედია
ამ ქვეყანაში ყველა რევოლუცია წარმატებით დამთავრდა იმიტომ, რომ ხელისუფლება შიგნიდან იყო დანგრეული და ამას დანგრევის არაფერი ეტყობა
დავით ზურაბიშვილი: „ქართული ოცნების" მთავარი მესიჯი, იგივე დასავლეთთან იქნება, რომ იმიტომ არ მონაწილეობს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში, იციან, რომ წააგებენ - ამას ამბობენ ბოიკოტის მომხრეებიც
დავით ჩიხელიძე ევრობარომეტრის კვლევაზე: ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის
ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა ევროკავშირში არ გაწევრიანდეს
არქივი