დონალდ ტრამპი - მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს კი ქვეყანასაც ვმართავ და მსოფლიოსაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 28 აპრილი 2025, 23:01

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდებოდა მისი ორი საპრეზიდენტო ვადა. მან გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჯერად ის „ქვეყანასა და მსოფლიოს“ მართავს.

„პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ორი რამ მქონდა გასაკეთებელი - ქვეყნის მართვა და გადარჩენა. ირგვლივ ყველა ეს თაღლითი მყავდა. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს კი ქვეყანასაც ვმართავ და მსოფლიოსაც“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზე.

„ეს არ არის ის, რისკენაც მივისწრაფვი. და ვფიქრობ, ეს ძალიან რთული საქმე იქნება“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პუტინი: მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის და ეს შემაშფოთებელია
თორნიკე ჭეიშვილი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: ის ნარატივი, რომელიც ამ თემას მოჰყვა შესაბამისი ორგანიზაციებისა თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან, შეიძლება, შეფასდეს როგორც ერთგვარი დეზინფორმაციის კამპანია
სუს-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა
რატი იონათამიშვილი „საფარზე“: ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს არქივების განადგურება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება
არქივი