მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ყრილობაზე არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, მცირედით განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 28 აპრილი 2025, 22:18

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, ასევე მცირედით განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უმრავლესობის ფორმატში იყო მსჯელობა, ეხება პარტიის ყრილობის გამართვის საკითხს. თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორ წესი, როგორც ეს ხდება ხოლმე, შემდეგ უკვე გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც, მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. ყრილობის თაობაზე, ასევე პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფონ დერ ლეიენს კარლოს დიდის ჯილდო მიანიჭეს - პირველად ჯილდოს თან ახლავს ფულადი პრემიაც
„ჯორჯიან ეარვეისი“ - შეუძლებელია საერთაშორისო აეროპორტიდან მოქალაქის ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით
ადვოკატი - გიორგი ბაჩიაშვილი სპეცრეისით ჩამოიყვანეს - სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ის ე.წ. მწვანე ზოლთან აიყვანეს, საერთოდ არ იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე
დონალდ ტრამპი: მინდა მოგილოცოთ უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის თაოსნებს. კარგად იცით, რა დამოკიდებულება მაქვს თქვენდამი - დიდი პატივისცემა
„ქეშბექობანა“ - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack-ის და VISA-ს განსაკუთრებული აქცია ბავშვებისთვის
არქივი