ლევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლებისგან ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით იმას, რომ ისინი ყველაფერს არასახელმწიფოებრივს აკეთებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 28 აპრილი 2025, 17:49

მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლებისგან ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით იმას, რომ ისინი ყველაფერს არასახელმწიფოებრივს აკეთებენ, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის მორიგ შეტევას საქართველოზე.

ლევან მაჭავარიანის თქმით, „კიდევ უკანა პერიოდზე რომ გადავახვიოთ, ისინი დადიოდნენ კაბინეტებიდან კაბინეტებში, სხვადასხვა რადიკალურ ოპოზიციურ წარმომადგენლებთან ერთად იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, მაგალითად ვიზა ლიბერალიზაცია არ აგვეღო“.

„დადიოდნენ და მერე უკვე როდესაც მიხვდნენ, რომ ჩვენ ვიღებდით კანდიდატის სტატუსს, ერთმანეთზე დაიწყეს დაბრალება კაბინეტებში იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ კანდიდატის სტატუსის მიღებაში. ახლა დადიან და იხვეწებიან რამენაირად იქნებ ჩვენ შეგვიჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია. აქედან გამომდინარე ვეძახით ჩვენ ზუსტად მაგ კატეგორიის ხალხს უსამშობლოებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ვანო ჩხიკვაძე ბრიუსელს ზომების მიღებას სთხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სიცრუეზეა აგებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ემანუელ მაკრონი - გუშინ მოედანზე ყველაფერი ბრწყინვალე იყო, ყველამ ვიგრძენით ეს, პსჟ-მ რაღაც განსაკუთრებული აჩვენა, მადლობა ყველა მოთამაშეს, ყველა ხელმძღვანელს, ყველა თანამშრომელს
ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მინიმალური უპირატესობით, 50,3 პროცენტით მმართველი პარტიის კანდიდატი რაფალ ტშასკოვსკი იმარჯვებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ პსჟ-ს უმასპინძლა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმის შედეგად განადგურებული სტრატეგიული ავიაციის ღირებულება შვიდ მილიარდ დოლარს შეადგენს
გიორგი ვოლსკი: ხალხმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს არასოდეს თავისი პირადი ინტერესი არ დაუყენებია სახელმწიფო ინტერესზე მაღლა
არქივი