საქართველოს ნაკრები ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 27 აპრილი 2025, 19:50

საქართველოს ნაკრები მონტენეგროში დასრულებული ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეულმა გუნდმა შეჯიბრების ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა.

ფინალში თავიანთი შეხვედრები მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიგეს, ხოლო ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი და მიხეილ ბახბახიშვილი დამარცხდნენ.

ანგარიშზე 3:3, შემთხვევითობის პრინციპით, ოქროს ქულამდე დამატებითი შეხვედრა დაინიშნა, რომელშიც სოფიო სომხიშვილმა ასიო ტავანო დაამარცხა და ჩვენმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედლებს ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი დასჯერდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის ბოლოდან 5 მაისის დილამდე მოსალოდნელია წვიმა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ! - ე.წ. საგამოძიებო კომისია არის კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების კონტრრევოლუცია და მისი მიზანია ჩვენი გენეტიკური კოდის გამოცვლა
არჩილ გორდულაძე - „მაიდანიზაცია“, ე.წ. პროტესტი იყო სარკისებურად გამეორებული, კარგად დაორგანიზებული მოვლენები, ეს სხვადასხვა ქვეყანაში ხდება მაშინ, როცა რევოლუციის მოწყობის სურვილი აქვთ
მიხეილ სააკაშვილი - ფუნდამენტური ცვლილების გარეშე ვინც წავა რაიმე სახის არჩევნებზე, არის კოლაბორაციონისტი, რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი და, შეიძლება ითქვას, მონაც
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლის მამაკაცი ამხილა
არქივი