სამეგრელოს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნ.ქ. და ა.ქ. დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 25 აპრილი 2025, 23:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი - 1981 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1955 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ”ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - მაიკ უოლცს გაერო-ში შემდეგ ელჩად წარვადგენ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას მარკო რუბიო შეასრულებს სახელმწიფო დეპარტამენტში ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რატომ დაწესდა სანქციები ალექსეი არესტოვიჩისა და კიდევ 75 პირის წინააღმდეგ
დავით ქართველიშვილი: მარგინალიზაცია, ჭაობი, კვლავ იმის იმედი, რომ განუხორციელებელი მაიდანი ამჯერად მაინც გაისვრის ავრორასავით, მაგრამ არც 1917 წელია და არც ის რუსეთია
ვოლოდიმირ ზელენსკი - წიაღისეული შესახებ შეთანხმება სამართლიანია და რატიფიკაციისთვის რადას წარედგინება
მარიამ ქვრივიშვილი ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
არქივი