საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად რომში იმყოფება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 25 აპრილი 2025, 19:47

პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხვალ თბილისში „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი გაიმართება
„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია
მარკო რუბიო - ევროპის ლიდერობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა რუსეთმა და უკრაინამ კეთილსინდისიერად დაიწყონ მოლაპარაკებები სწრაფი და მდგრადი მშვიდობიანი მოგვარების მიზნით
გურამ მაჭარაშვილი: კუბილიუსმა, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო - მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ?
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინული დელეგაცია სტამბოლში გაემგზავრება - დელეგაციას ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების მანდატი აქვს
არქივი