საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბიუჯეტი 20 მილიონიდან 300 მილიონამდე იზრდება-ნათია თურნავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
819 04 ივნისი 2020, 13:42

როგორც საბიუჯეტო ცვლილებები დამტკიცდება, საკრედიტო-საგარანტიო სქემასთან დაკავშირებული პროგრამა სრულფასოვნად ამოქმედდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, სქემასთან დაკავშირებული ცვლილებები საქართველოს მთავრობას დღევანდელ სხდომაზე მოიწონა.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბიუჯეტი 20 მილიონიდან 300 მილიონამდე იზრდება. სიახლეა, რომ ამ პროგრამაში ბანკებთან ერთად, ერთვებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, რისთვისაც დამატებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა, ანუ მთლიანობაში საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა. ეს ნიშნავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების მიმღები მიკრო და მცირე ბიზნესები 20 ათასი ლარისა და მეტი სესხის მიღების მსურველები შეძლებენ, ისარგებლონ ჩვენი თანაუზრუნველყოფით სესხის 30 პროცენტის ოდენობით. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ როგორც კი ბიუჯეტში შევა ცვლილებები, უკვე ავამოქმედოთ ეს პროგრამა სრულფასოვნად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი