ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 24 აპრილი 2025, 14:42

ის, რომ ჯო უილსონი საქართველოში ჩამოსულ მაღალ რანგის სტუმრებთან (მაგალითად, ეუთოს გენერალური მდივანთან) ამაოდ წვალობს ვიზიტზე უარი ათქმევინოს, ამას უკვე მეტ ნაკლებად შევეჩვიეთ. მაგრამ ამას რა ვუყოთ, როცა საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან წარმატებულ ვიზიტს ახორციელებენ? - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.


მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ აქაურ და იქაურ პოლიტიკანებს აქვთ, თუმცა საქართველოს დელეგაციების წარმატებული უცხოური ვიზიტები ყოველ ჯერზე მათ ბინძურ განზრახვებს ცივ წყალს ასხამს.

„ის, რომ ჯო უილსონი საქართველოში ჩამოსულ მაღალ რანგის სტუმრებთან (მაგალითად, ეუთოს გენერალური მდივანთან) ამაოდ წვალობს ვიზიტზე უარი ათქმევინოს, ამას უკვე მეტ ნაკლებად შევეჩვიეთ. მაგრამ ამას რა ვუყოთ, როცა საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან წარმატებულ ვიზიტს ახორციელებენ? აღარაფერს ვამბობ, იმის თაობაზე, რომ მათი ამ ვიზიტის დროს ხდება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან და მსოფლიოს საფინანსო ინსტიტუტებთან საქართველოს ხელისუფლების სრული თანხვედრა სავაჭრო და ფინანსურ საკითხების მიმართ. ჩვენი დელეგაციის ვიზიტის პოლიტიკური დატვირთვა კი უაღრესად მნიშვნელოვანია, თუნდაც ადგილობრივი ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და მათი პატრონი საქართველოს ავის მოსურნე უცხოელების ხმის ჩასაგდებად. საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები (როგორც წესი დაუსაბუთებელი და ამორალური) მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ აქაურ და იქაურ პოლიტიკანებს აქვთ, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს დელეგაციების წარმატებული უცხოური ვიზიტები ყოველ ჯერზე მათ ბინძურ განზრახვებს ცივ წყალს ასხამს. წარმატებები საქართველოს!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს
რა უქნა ლიბერალურმა ფაშიზმმა გერმანიას, აქედანაც ჩანს - კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში" და სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი კინწურაშვილიც დააჯილდოვეს
გიორგი ზერეკიძე: ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებო - კარგია არა, "ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში გადარჩები თუ არა?
დავით ქართველიშვილი: სავარაუდოდ, ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში შეხვედრისას რაღაც ისეთი შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტი უარს ვეღარ იტყოდა
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
არქივი