გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10-ჯერ მეტად, ვიდრე მოლდოვის ეკონომიკა, 3-ჯერ მეტად ვიდრე უკრაინის ეკონომიკა, 5-ჯერ მეტად, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 23 აპრილი 2025, 15:37
„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის პროგნოზს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

აბაშიშვილი ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზში გამოქვეყნებულ რამდენიმე ფაქტზე, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის 6 პროცენტით ზრდაზე. 

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, მოლდოვისა და უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირდება, კერძოდ, მოლდოვის 3.7 პროცენტიდან 0.6 პროცენტამდე, უკრაინას კი - 2.5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე. ამავე პროგნოზის მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.6 პროცენტიდან 1.2 პროცენტამდე შემცირდა.

"მხოლოდ ფაქტები:
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), 22 აპრილი
•⁠  ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6 პროცენტით
•⁠  ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10-ჯერ (!) მეტად, ვიდრე მოლდოვის ეკონომიკა
•⁠  ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება სამჯერ მეტად ვიდრე უკრაინის ეკონომიკა
•⁠  ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 5-ჯერ მეტად, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკა

მცირე განმარტება:
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა - საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 6 პროცენტით გაიზრდება.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ე.წ. დიდი ოთხეულიდან უკვე ოთხივე (IMF, WB, EBRD, ADB) საქართველოს მაღალ, 6 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს - ოთხეულიდან სამმა, რომლებიც გასულ წელს 2025 წლისთვის 6 პროცენტზე ნაკლებ ზრდას ვარაუდობდა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პროგნოზები სწორედ 6 პროცენტამდე გაზარდეს: მსოფლიო ბანკმა იანვარში, EBRD - თებერვალში, ADB - მარტში. 

შედარებისათვის: IMF-ის გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, ევროკავშირის კანდიდატ მოლდოვას, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეუმცირდა 3.7 პროცენტიდან 0.6-მდე, ევროკავშირის კანდიდატ უკრაინას შეუმცირდა 2.5 პროცენტიდან 2-მდე (მარტში, IMF-მდე, მოლდოვას (-1.5) და უკრაინას (-1.2) ეკონომიკური ზრდის პროგნოზები EBRD-მა შეუმცირა). 

IMF-ის პროგნოზის მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა 1.6 პროცენტიდან 1.2 პროცენტამდე." -  წერს გიორგი აბაშიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა
ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო - იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა
I კვარტალში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა 22%-ით გაეზარდა - "ყაზტრანსოილი"
ისტორიაში პირველად - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
გიორგი ცუცქირიძე ოპოზიციის სპეკულაციებზე: რომელ ეკონომიკის ჩამოშლაზე ან საბიუჯეტო კრიზისზეა საუბარი, როდესაც საშემოსავლო გადასახადების ხაზით საპროგნოზო მაჩვენებლები გადაჭარბებით არის შესრულებული
არქივი