ზურაბ წერეთელს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 22 აპრილი 2025, 13:26
ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს თბილისში, დიდუბის პანთეონში მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ, - განაცხადა მოქანდაკის შვილიშვილმა ვალის წერეთელმა.

მისივე თქმით, წერეთელთან გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ოთხშაბათს ჩატარდება.

ზურაბ წერეთელი დღეს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზურაბ წერეთელი დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს თბილისში. 1958 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1979 წელს ის საქართველოს სახალხო მხატვარი გახდა. 1980 წელს წერეთელს საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის წოდება მიენიჭა.

2002 წელს ის გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. ბოლო პერიოდში წერეთელი რუსეთში მოღვაწეობდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ახალციხეში მკვლელობა მოხდა
დონალდ ტრამპი - მაიკ უოლცს გაერო-ში შემდეგ ელჩად წარვადგენ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას მარკო რუბიო შეასრულებს სახელმწიფო დეპარტამენტში ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რატომ დაწესდა სანქციები ალექსეი არესტოვიჩისა და კიდევ 75 პირის წინააღმდეგ
დავით ქართველიშვილი: მარგინალიზაცია, ჭაობი, კვლავ იმის იმედი, რომ განუხორციელებელი მაიდანი ამჯერად მაინც გაისვრის ავრორასავით, მაგრამ არც 1917 წელია და არც ის რუსეთია
ვოლოდიმირ ზელენსკი - წიაღისეული შესახებ შეთანხმება სამართლიანია და რატიფიკაციისთვის რადას წარედგინება
არქივი