მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღვნიშნავ, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 22 აპრილი 2025, 11:43
კიდევ ერთხელ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღვნიშნავ, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ ბრიფინგზე.

„საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა, შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს. აქვე მსურს აღვნიშნო საქართველოს გულწრფელი სურვილი, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღვნიშნავ, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში. მოხარული ვარ, რომ გასულ კვირას თბილისმა უმასპინძლა სამმხრივ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. შეხვედრა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველად და იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში შევძლებთ თანამშრომლობას რეგიონის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ეს არის ძალიან დიდი პატივი.
ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ რიგით მეცხრე ყრილობაზე. სრულად
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს
Reuters: ინდოეთის პრემიერმა პაკისტანთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ხორვატიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში ვიზიტები გადადო
რეჟისორი ლევან კოღუაშვილი დათა თავაძის სპექტაკლზე: როგორც ვიცი, ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას, რამდენად პატივს სცემენ მის ხალხს, ფასეულობებს, რწმენას
არქივი