123
22 აპრილი 2025, 09:49

რომის პაპის გარდაცვალების შემდეგ ვატიკანში ტარდება სპეციალური რიტუალები, რომლებიც ასახულია "Ordo Exsequiarum Romani Pontificis"-ში. პაპ ფრანცისკემ თავად შეიტანა ცვლილებები ამ წესებში, რათა რიტუალები უფრო მოკრძალებული და უბრალო ყოფილიყო.
სწორედ ამ ახალი წესების მიხედვით დაკრძალავენ მას.
პაპმა ფრანცისკემ მოითხოვა, რომ:
- დაკრძალვის ცერემონია ყოფილიყო უფრო მარტივი და მოკრძალებული, ვიდრე წინა პაპების შემთხვევაში.
- მისი კუბო ყოფილიყო უბრალო ხისგან, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგან (არ ყოფილიყო გაწყობილი ძვირფასეულობით).
- ცხედარი ყოფილიყო მიმართული მორწმუნეებისკენ, არა ტრონისკენ.
მანამდე რომის პაპებს სამ კუბოში ასვენებდნენ...
„სამი კუბო“ – ტრადიციული პაპური დაკრძალვის წესის ნაწილი იყო და ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა:
შიდა კუბო – კიპარისის ხისგან
→ ეს იყო ყველაზე შიდა კუბო, რომელიც პირდაპირ ეხებოდა პაპის სხეულს.
→ სიმბოლო მდაბლობის და მოკრძალების.
შუა კუბო – თუთიის (zinco)
→ მისი დანიშნულება იყო შიდა კუბოს დაცვა, ანუ ერთგვარი შესანახი „ბარიერია“.
→ ასევე მასზე ამოტვიფრავდნენ პაპის გვარს, ბეჭდს და სიგელებს.
გარე კუბო – მუხის ან წითელი ხისგან
→ ყველაზე დეკორატიული ნაწილი – ქანდაკებებით, ოქროთი ან ფარჩით მოპირკეთებული.
→ სიმბოლოა ღმერთის დიდებისა და ეკლესიის მმართველობის.
სამკუბოიან წესს ძველი პაპები — მაგალითად იოანე პავლე II და ბენედიქტე XVI — მისდევდნენ, მაგრამ ფრანცისკემ უბრალო ხის ერთ კუბოზე გააკეთა არჩევანი.
„სამმაგი სარიტუალო პატივი“ უარყო რადგან მიაჩნდა, რომ ეს შეესაბამება უფრო იმპერიალური ტრადიციებს... მისი მიზანი იყო, რომ ეს რიტუალები ყოფილიყო უფრო მოკრძალებული, უბრალო და ხალხისთვის მისაწვდომი.
ფრანცისკემ ითხოვა უბრალო ხის კუბო, ამ კუბოს იატაკზე მოთავსება და კუბოსთან მხოლოდ აღდგომის სანთლის დანთება
რა პირადი ნივთებს დებენ პაპის ჩასასვენებელში
კათოლიკურ ტრადიციაში, განსაკუთრებით რომის პაპების შემთხვევაში ძვირფასი ნივთები არ ითვლება მისაღებად — კუბოში არ დებენ ოქროს, ძვირფასეულობას ან ფუფუნების საგნებს.
ჩვეულებრივ პაპის კუბოში მხოლოდ რამდენიმე სიმბოლური ნივთია:
მდაბალი ხარისხის სამოსი (თუნდაც ლიტურგიული ტანსაცმელი),
ქაღალდის დოკუმენტი (პაპის სიცოცხლისა და საქმიანობის შესახებ — Rogito ჰქვია),
ზოგჯერ როზარიუმი (ლოცვის მძივები),
ასევე შეიძლება ჩაედოს მცირე რაოდენობის მონეტები — ძველი ტრადიციის კვალდაკვალ.
გლოვის რიტუალის მარტივება
ფრანცისკემ ცხრა დღიანი გლოვის ციკლიც (Novemdiales) გაამარტივა, რათა მორწმუნეებს შეეძლოთ უფრო უშუალოდ მიეღოთ პროცესში მონაწილეობა.
კარის დახურვა, ბეჭდის განადგურება შენარჩუნდა, მაგრამ დეკორატიულობა შემცირდა.
პაპის გარდაცვალების შემდეგ რიტუალები
გარდაცვალების დადასტურება
კამერლენგო (ამჟამად კარდინალი კევინ ფარელი) ოფიციალურად ადასტურებს პაპის გარდაცვალებას, კეტავს მის საცხოვრებელს და ანადგურებს პაპის ბეჭედს, რათა თავიდან აიცილოს მათი არასწორი გამოყენება.
საჯარო გამოსვენება
პაპის ცხედარი გადაჰყავთ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, სადაც მორწმუნეებს შეუძლიათ პატივი მიაგონ მას. ცხედარი მოთავსებულია უბრალო ხის კუბოში, რომელიც მიმართულია ტაძრის სკამებისკენ, და მის გვერდით იდგმება აღდგომის სანთელი.
დაკრძალვა
დაკრძალვის ცერემონია ტარდება წმინდა მარიამ დიდის ბაზილიკაში, რაც პაპ ფრანცისკეს სურვილი იყო. კუბოში მოთავსებულია მისი პაპობის მოკლე აღწერა და მის დროს გამოშვებული მონეტები.
გლოვის პერიოდი (Novemdiales)
პაპის გარდაცვალების შემდეგ იწყება ცხრა დღიანი გლოვის პერიოდი, რომლის დროსაც ტარდება სპეციალური ლიტურგიები.
კონკლავი
გლოვის პერიოდის შემდეგ, 80 წლამდე ასაკის კარდინალები იკრიბებიან კონკლავზე, რათა აირჩიონ ახალი პაპი. არჩევნები ტარდება დახურულ კარს მიღმა, და გამარჯვებულმა უნდა მიიღოს ორი მესამედის მხარდაჭერა. ახალი პაპის არჩევის შემდეგ, სიქსტის კაპელიდან გამოდის თეთრი კვამლი და ცხადდება "Habemus Papam" ("გვყავს პაპი").
რომის პაპის ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვატიკანმა ორშაბათს, 21 აპრილს გაავრცელა.
კარდინალმა კევინ ფარელმა, რომის წმინდა ეკლესიის კამერლენგომ (ოფიციალურმა პირმა) განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ვატიკანის დროით დილის 7:35 საათზე გარდაიცვალა.
პაპმა 20 აპრილს ქრისტიანულ სამაროს აღდგომის დღესასწაული მოულოცა. 20 აპრილსვე ფრანცისკე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, პაპი ინსულტით გარდაიცვალა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |