გიორგი გამსახურდია: კავკასიაში რუსული პოლიტიკის გატარებამ, 29 წლის წინ, ამ დღეს, მორიგი მსხვერპლი მოითხოვა. როგორც ზვიადის, ისე ჯოხარის შემთხვევაში, რუსი ჯალათების თავნებობაზე, ძე კაცისას „ცივილიზებულ მსოფლიოში“, ხმა არ ამოუღია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 21 აპრილი 2025, 13:05

კავკასიაში, რუსული იმპერიის პოლიტიკის გატარებამ, 29 წლის წინ, ამ დღეს, მორიგი მსხვერპლი მოითხოვა. როგორც ზვიადის შემთხვევაში, ისევე ჯოხარის, მოხდა გარიგება, სადაც ჯოხარის ლიკვიდაცია გადაწყდა. ისევე როგორც საქართველო, ასევე ჩეჩნეთი თავის ხალხთან ერთად დასაჯეს. როგორ გაბედეთ და თავისუფლება მოინდომეთო, - წერს გიორგი გამსახურდია, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, ჯოხარდ უდაევის გარდაცვალებიდან 29 წლისთავს ეხმიანება.

მისი განცხადებით, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ისე ჯოხარ დუდაევის შემთხვევაში, რუსეთის თავნებობაზე ცივილიზებულ რეაქცია არ ჰქონია.

„კავკასიაში, რუსული იმპერიის პოლიტიკის გატარებამ, 29 წლის წინ, ამ დღეს, მორიგი მსხვერპლი მოითხოვა. როგორც ზვიადის შემთხვევაში, ისევე ჯოხარის, მოხდა გარიგება, სადაც ჯოხარის ლიკვიდაცია გადაწყდა. ისევე როგორც საქართველო, ასევე ჩეჩნეთი თავის ხალხთან ერთად დასაჯეს. როგორ გაბედეთ და თავისუფლება მოინდომეთო. როგორც ზვიადის შემთხვევაში, ისე ჯოხარის, რუსი ჯალათების თავნებობაზე, ძე კაცისას „ცივილიზებულ მსოფლიოში“, ხმა არ ამოუღია. მანქურთებმა, 29 წლის წინ, კიდევ ერთი ღმერთკაცი წააქციეს. ის კაცი წააქციეს, რომელიც ზვიადი იყო და მერაბი, თავისუფლება იყო, იმედი იყო და ერთ-ერთი მსოფლიო თანამედროვეობის უდიდესი მოაზროვნე. მწარედ და შავად მახსოვს ეს დღე, ვერასდროს ვერ ამოვა ჩემი მეხსიერებიდან, როგორც მერაბის და ზვიადის სიკვდილი. ყველა დღე, საათი თუ წუთი მახსოვს მათთან გატარებული და სათუთად ვუფრთხილდები დღემდე... გვახსოვდეს ეს ხალხი, ამაზე მაგარი სტიმული და გმირები, ჩვენ კი არა, კაცობრიობას არ ეყოლება. ხსოვნა იყოს შენი ბატონო გენერალო და ჩემი მხედრული სალამი შენ!“ - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მტკვარში ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, დაგეგმილია ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტებს შორის მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება, რაც გამოიწვევს წყლის დონის მატებას
Reuters: ტრამპი თურქეთში რუსუთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე არ ჩავა
ირაკლი კობახიძე: სამართლის უზენაესობის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება, ამ ქვეყანაში ყველა უნდა შეეგუოს, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, მოქმედებს სამართლის უზენაესობა, არღვევ კანონს, მიიღებ რეაქციას
პრემიერი: ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, არის უამრავი გამოწვევა და ასეთ დროს ვიღაცას სცალია, რომ მთლიანად იყოს კონცენტრირებული ჩვენი ქვეყნისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნაზე - ამაში იხარჯებოდა USAID-ის, NED-ის ფული
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს ობიექტებზე, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებია განთავსებული
არქივი