რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 21 აპრილი 2025, 12:15

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას Reuters ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ სააღდგომო მიმართვა, რომის პაპის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა.

პაპი არც სააღდგომო მესას დასწრებია.

რამდენიმე კვირით ადრე, ვატიკანის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. „88 წლის პონტიფიკის საერთო მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა „კლინიკური სურათი კვლავ რთული რჩება“ - აღნიშნული იყო განცხადებაში.

პაპი ფრანცისკე კლინიკიდან 24 მარტს გამოწერეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ომბუდსმენის აპარატი - 11 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 1500-ზე მეტი ფაქტი შეისწავლა, რომელთა საფუძველზე, 110 რეკომენდაცია, 53 ზოგადი წინადადება გამოსცა და გააფორმა 4 მორიგების აქტი
ქუთაისში გვირილობის დღესასწაული აღნიშნეს
დონალდ ტრამპი - დემოკრატებს ჰყავთ ორი ფსიქოპატი, რომელთაც ჩემ წინააღმდეგ „იმპიჩმენტის“ წინადადება წარადგინეს, რესპუბლიკელებმა უნდა დაიწყონ ფიქრი კონგრესიდან მათ გარიცხვაზე
გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ წავა „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“
არქივი