როგორც კი ყველაზე მეტად გაუჭირდება ოპოზიციას, მაშინ აღმოჩნდება, რომ ეზრდება დაფინანსება რუსეთიდან ხოშტარიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 19 აპრილი 2025, 14:40
როგორც კი ყველაზე მეტად გაუჭირდება ოპოზიციას, მაშინ აღმოჩნდება, რომ ეზრდება დაფინანსება რუსეთიდან ხოშტარიას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

იგი ამგვარად გამოეხმაურა ინფორმაციას რუსეთიდან ელენე ხოშტარიასთვის დაფინანსების გაზრდის შესახებ.

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ თემაზე, თუმცა, როგორც კი ყველაზე მეტად გაუჭირდება ოპოზიციას, მაშინ აღმოჩნდება, რომ ეზრდება დაფინანსება რუსეთიდან ხოშტარიას და რაში იყენებს ამ დაფინანსებას, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი. მისი პარტიიდან ფინანსდებოდნენ ის რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს ესროდნენ პოლიციელებს და რა თქმა უნდა, ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც ჰქონდათ რადიკალურ ჯგუფებს, ასევე ფინანსდებოდა ხოშტარიას პარტიიდან”, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას რუსეთიდან დაფინანსება გაეზარდა. მხოლოდ აპრილის თვეში მის ოჯახს 250 ათას დოლარამდე ჩაერიცხა. ხოშტარიების ოჯახი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
დონალდ ტრამპი - მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს კი ქვეყანასაც ვმართავ და მსოფლიოსაც
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ყრილობაზე არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, მცირედით განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც
მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო ცხოვრება მიდის, კანონების მიღება სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, მავნებლობით არავინ გვიშლის ხელს
მამუკა მდინარაძე: ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვეღარასდროს ვერავინ მიიღებს. ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს. გარე დავალების შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლებაში ვერ უნდა მოვიდეს
არქივი