თუ არ ჩაინიშნება საპარლამენტო არჩევნები და არ გთავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იქნება პროტესტის მუხტის მოკვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 16 აპრილი 2025, 13:38
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ორი პირობის შესრულების გარეშე, რაც გულისხმობს საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

ჯაფარიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება პროტესტის მუხტის მოკვლა და უცხოელებისგან რეჟიმის არაღიარების, სანქციების წყალში გადაყრა.

„გახარიას გადაჭრით არ უთქვამს, იღებს თუ არა მონაწილეობას. თქვა, რომ იტოვებს მაგ ვერსიას, რომ შეიძლება, მიიღოს მონაწილეობა. ჩემი აზრით, თუ არ შესრულდა ორი პირობა – საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა კონკრეტული პირობებით, რომლებიც შეთანხმებულია ყველა მსხვილ ოპოზიციურ ჯგუფს შორის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს. პირიქით, ეს იქნება ერთი მხრივ, პროტესტის მუხტის მოკვლა, მეორე მხრივ, ის, რაც გარედან აქამდე შევინარჩუნეთ ამდენი ხნის განმავლობაში – არაღიარება ამ რეჟიმის და სანქციების შემოღება, ამ ყველაფრის წყალში გადაყრა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 15 აპრილს ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა, რომ პარტია მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ჰამასმა“ განაცხადა, რომ მზად არის ისრაელელი სამხედრო იდან ალექსანდრი გაათავისუფლოს
12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება
მარკო რუბიო თურქეთში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩავა
ავთანდილ კუნჭულია პლაკატის „საქართველო აღარავის დაემონება“ დაზიანებაზე: ბევრი გამოკვლევა და გამოძიება არ სჭირდება იმას თუ ვინ ჩაიდენდა ამ საქციელს
ვახტანგ ჩოჩია: დესტრუქციული ოპოზიციის ხულიგანმა წარმომადგენლებმა ჩაიდინეს ხულიგნური აქტი და ჩამოხიეს პატრიოტული სულისკვეთების მატარებელი ბანერი
არქივი