ამ წუთის მდგომარეობით, ნახევარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 15 აპრილი 2025, 22:28
ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელია არ აკონკრეტებს, რომლები არიან ეს პარტიები.

„ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მეც მათ შორის, რომ ეს არ მოხდეს, რადგან საპარლამენტო ბოიკოტის ფასი, ვფიქრობ, აპრილის თვეში ყველამ ძალიან კარგად ვიგემეთ და ვნახეთ კარგი გაგებით, რამხელა უპირატესობა აქვს ახლა, ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველ ხალხს. რომ არ ყოფილიყო საპარლამენტო ბოიკოტი, ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე ხომ საერთოდ არავინ არ იდგებოდა, მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა გაეპროტესტებინა ვინმეს, თუ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს არ მიმართავდნენ. 2020-21 წლების გამოცდილება, როგორც გაკვეთილი, უნდა მივიღოთ და დიახ, ეჭვი არ მეპარება, რომ თუ არ დაირღვეოდა მაშინ საპარლამენტო ბოიკოტი, ის აბსოლუტურად წარმოუდგენელი პრეცედენტი ადგილობრივ არჩევნებზე როდესაც 43-პროცენტიანი ზღვარი მოიფიქრეს და ამაზე დაიყოლიეს პარტიები, ვერ შედგებოდა და ამ ქვეყანაში ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, ნიკა მელიამ განმარტა, რომ ოპოზიციაში ბევრს არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ არაფერი შეიცვალა, გადიან თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე.

„რაც უნდა ძალიან პატივს ვცემდე ნებისმიერ კოლეგა პოლიტიკოსს, ბოლომდე ვერ ვენდობი, ვიდრე ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე, თუ არაფერი შეიცვალა, გავდივართ თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე, პასუხი არ არსებობს. ამ კითხვას როცა სვამ და პასუხი არ არსებობს, დიახ, ეს მაფიქრებინებს, რომ ბევრი ფიქრობს. სხვა შემთხვევაში, წინ რა უდგას ამ კითხვაზე პასუხის გაცემას“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ორბანი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება კარგი გარიგება არ არის - უკრაინა დამატებითი ღირებულება კი არა, არამედ ტვირთია
ზელენსკიმ ფრიდრიხ მერცს კანცლერად დანიშვნა მიულოცა და ევროპაში გერმანიის უფრო მეტი ლიდერობის იმედი გამოთქვა
პრეზიდენტ ტრამპს, ჩამოწერილი ჯო უილსონის მოწოდებების გარეშეც შეუძლია სანქციები დაუწესოს რომელიმე ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ის პროცესები, რაც ამერიკაში ხდება დიდწილად შეიცავს მხოლოდ იაფი წარმოდგენის ელემენტებს
მარგინალი ქართული ოპოზიციის, ბოლომდე გაკოტრებული ენჯეოების, ამერიკის სირცხვილის, ჯო უილსონის მიერ ნაჩალიჩები „MEGOBARI" აქტი საუკეთესო საჩუქარია რუსეთისთვის
საზოგადოების დაკვეთაა, რომ ვეღარ იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც რომელიმე ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცევა
არქივი