27
15 აპრილი 2025, 22:12

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა უპასუხა კითხვას ევროკავშირის შესაძლო უარყოფითი რეაქციის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვში 9 მაისს ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს მონაწილეობა წარმოადგენს სომხეთის პოზიციას, რადგან ეს გამარჯვება სომეხი ხალხის გამარჯვებაც არის.
ალენ სიმონიანის თქმით, გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა არავითარ კავშირში არ უნდა იყოს ევროკავშირთან ან სხვა საკითხებთან.
„9 მაისის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც არის. ამ გამარჯვებისთვის 300 ათასი სომეხი დაიღუპა, მრავალი სომეხი იბრძოდა წინააღმდეგობის მოძრაობის რიგებშიც. ეს ჩვენი სიამაყის დღეებიდან ერთ-ერთია და მე ვფიქრობ, რომ პრემიერის მონაწილეობა ვერანაირად ვერ იქნება დაკავშირებული ევროკავშირთან ან სხვა საკითხებთან“, - აღნიშნა ალენ სიმონიანმა.
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მრავალი ლიდერი დღესაც კი ჩადის მოსკოვში, ხვდება და მოლაპარაკებებს აწარმოებს ვლადიმირ პუტინთან.
„სომხეთს აქვს თავისი პოზიცია სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში, იქნება ეს ევროკავშირთან, რუსეთთან თუ სხვა მესამე ან მეოთხე ქვეყანასთან, და ამ პოზიციას ჩვენ ვიცავთ და ვავრცელებთ. შესაძლებელია, ეს რომელიმე ქვეყანას არ მოსწონს, ან შესაძლოა არ მოსწონდეს სხვა ქვეყნის სხვა ნაბიჯი, მაგრამ ბოდიშით, ჩვენ ჩვენი ინტერესები, ხედვა და გზა გვაქვს“, - დასძინა მან.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |