ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში" და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს" მიაკუთვნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 15 აპრილი 2025, 22:05
„ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში," - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუიორგი გახარიას რეპლიკებს და ბრალდებებს, რომელიც მან ვიცე-სპიკერ სოზარ სუბარის მისამართით გააჟღერა. 

ექსპერტმა რამდენიმე ეპიზოდი მოიყვანა მაგალითად, რა დროსაც სოზარ  სუბარმა პირველმა ამოიღო ხმა მაშინდელი რეჟიმისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მათ შორის 2008 წლის იანვრის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. 

„რაც უფრო სუფთაა ადამიანი, მით მეტ სიბინძურეს ლაპარაკობენ მასზე" ან „როდესაც შენ გლანძღავენ უმეცრები, ეს უკვე კომპლიმენტია" - ამ აფორიზმებს მიაწერენ ომარ ხაიამს, თუმცა, დიდი ალბათობით, აპოკრიფებია, ისეთივე აპოკრიფები, რა კატეგორიასაც წარმოადგენს დღეს „forgetful man" („ადამიანი არ მახსოვს") გახარია. ხოლო მისი გუშინდელი ფეიკ-დაბრალების ობიექტი, სოზარ სუბარი - კაცია. ყველაფერი შეიძლება აიტანოს კაცმა ცრუ ბრალდების გარდა. ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის "გაპრავებაში" და კონფორმიზმში მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს აქვს თუ არ აქვს, კატეგორია "არ მახსოვს" მიაკუთვნებს.

რაის 2008 წლის იანვრის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები „გაუპრავა" სოზარ სუბარმა სააკაშვილს? თითქმის ერთადერთი წონადი ფიგურა იყო იმ დროს, ვინც მთავარი გამყალბებლის, ცესკო-ს იმდროინდელი თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. დააყენა არჩევნების გაყალბების უტყუარი ფაქტების გამოვლენისთანავე. ჩვენ უკვე გვყავს შერჩევითი „დემენციის" მატარებელი პერსონაჟი და ჩვენი პოლიტიკური ფსიქიატრია ამ დარგში ორ ლიდერს ერთდროულად ვეღარ აიტანს. ამოიღოს ბატონმა amnesiac-მა 2008 წლის 4 აპრილის სოზარ სუბარის პრესკონფერენციის მასალები, სადაც მხოლოდ 12 საარჩევნო უბანზე გამოვლინდა 5475 ხმის გაყალბება. თუმცა, იმდროინდელი სააკაშვილის „ჯიბის" ცსკო-ს და სასამართლოს გამო ამ ფაქტებს არ მიეცა სამართლებრივი განვითარების პერსპექტივა.

ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში. მაგრამ საიდან ის სითავხედე, რომ ან გაგიტარებთ, ან არ გამოვააშკარავებთ სრულ და აბსოლუტურ სიცრუეს და ცილისწამებას - ნურას უკაცრავად," -  წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი