33
15 აპრილი 2025, 19:36

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია ევროპით, განსაკუთრებით იმით, რომ ევროპელი ლიდერები უგულებელყოფენ თავიანთი მოქალაქეების ნებას ეკონომიკურ და მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
„ჩვენ - მე, პრეზიდენტი და რა თქმა უნდა, მთლიანად ტრამპის ადმინისტრაცია - ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ ევროპის მოსახლეობა აგრძელებს უფრო გონივრული ეკონომიკური და მიგრაციული პოლიტიკის მოთხოვნას, ხოლო ევროპის ლიდერები აგრძელებენ თავიანთი მოქალაქეების ნების უგულებელყოფას და ევროპელ ხალხს საპირისპიროს სთავაზობენ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჯეი დი ვენსის აზრით, ღია საზღვრების პოლიტიკა ძირს უთხრის დემოკრატიისადმი ნდობას.
„დასავლეთის დემოკრატიული პროექტი ინგრევა, როდესაც ხალხი აგრძელებს ნაკლები მიგრაციის მოთხოვნას, ხოლო მათი ლიდერები მათ უფრო მეტი მიგრაციით აჯილდოებენ“, - დასძინა მან.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |