ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 11 აპრილი 2025, 17:04

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი, პეტერბურგში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც შეხვდეს.

ეს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის უიტკოფის უკვე მესამე ვიზიტია რუსეთში. ბოლოს უიტკოფი მოსკოვში 13 მარტს იმყოფებოდა. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის მაღალჩინოსნებს შეხვდა, საღამოს კი პუტინმა მიიღო.

თებერვლის დასაწყისში სტივ უიტკოფი პირველად ჩაფრინდა რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდასა და შენახვაში მსჯავრდებული ამერიკელი მარკ ფოგელის გაცვლაზე მოსალაპარაკებლად, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებში საუდის არაბეთს დედაქალაქ რიადში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ომბუდსმენის აპარატი - 11 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 1500-ზე მეტი ფაქტი შეისწავლა, რომელთა საფუძველზე, 110 რეკომენდაცია, 53 ზოგადი წინადადება გამოსცა და გააფორმა 4 მორიგების აქტი
ქუთაისში გვირილობის დღესასწაული აღნიშნეს
დონალდ ტრამპი - დემოკრატებს ჰყავთ ორი ფსიქოპატი, რომელთაც ჩემ წინააღმდეგ „იმპიჩმენტის“ წინადადება წარადგინეს, რესპუბლიკელებმა უნდა დაიწყონ ფიქრი კონგრესიდან მათ გარიცხვაზე
გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ წავა „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“
არქივი