დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 10 აპრილი 2025, 15:46

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ქვეყანაში აღკვეთილი იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სოციალური ქსელით ეხმიანება.

ექსპერტი წერს, რომ აზერბაიჯანში განვითარებული მოვლების პარალელურად, სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა აღკვეთეს ყირგიზეთშიც.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღიკვეთა. სააგენტო APA მის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის ამერიკულ ორგანიზაცია NDI-ს („ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს“) ადანაშაულებს. ალიევის თქმით, უსაფრთხოების სამსახურებმა აღმოაჩინეს კონსპირაციული ბინები, სადაც ინახებოდა მოლოტოვის კოქტეილები, ასევე სამთავრობო შენობებზე და სამართალდამცავებზე თავდასხმის ინსტრუქციები.

ალიევმა ასევე მიუთითა 2005 წელს ბაქოში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობებზე, რაშიც მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და USAID დაადანაშაულა. „ჩვენი გენერალური პროკურატურა ამჟამად იძიებს USAID-ის უკანონო საქმიანობას და მე ინფორმირებული ვარ წინასწარი გამოძიების შესახებ. მისმა შედეგებმა აჩვენა ორგანიზაციის ანტიაზერბაიჯანული აქტივობის მასშტაბები, მთავრობის მუშაობის შელახვის მცდელობა და აშკარა მცდელობა ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში. მას შემდეგ, რაც ბრალდებათა „პაკეტი“ მზად იქნება, ჩვენ მას ტრამპის ადმინისტრაციას გადავუგზავნით და მივიღებთ სერიოზულ ზომებს USAID-ისა და მისი კორუმპირებული ლიდერების წინააღმდეგ. ამჟამად „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ საქმიანობა შეჩერებულია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - აუცილებელია ასევე შეწყდეს ისეთი ინსტიტუტების საქმიანობა, როგორიცაა Human Rights Watch, Amnesty International, Transparency, რომლებიც ემსახურებიან აზერბაიჯანთან პოლიტიკურ მტრობას“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

იმავდროულად, 9 აპრილს ყირგიზეთში, ქვეყნის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა აღკვეთეს. ყირგიზეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ მოახდინეს ეთნიკური შუღლის ნიადაგზე ლოკალური კონფლიქტების გაღვივების გზით, მასობრივი არეულობების მზადების გამოვლენა და თავიდან აცილება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
არქივი