პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 10 აპრილი 2025, 13:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 11-13 აპრილს გაიმართება.

2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“ და ის უკვე მეოთხედ იმართება.

ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თანამედროვე სამყაროში დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ და დიპლომატიის როლსა და ძირითად პრინციპებზე, კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებსა და მედიაციის სტრატეგიაზე იმსჯელებენ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა
კონკლავის პირველ დღეს რომის პაპი ვერ აირჩიეს
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის იმაში, რომ ოპოზიციური ფლანგი სრულად იმართება გარედან, გარეთ არიან ძალები, რომლებსაც პირდაპირ მარიონეტებად ჰყავთ ოპოზიცია და ზოგიერთი აქტივისტები ენჯეოების სახით
შალვა პაპუაშვილი: ელჩებმა თავიანთი დიპლომატიური მანტიები მოიხსნეს, ჩამოკიდეს და პირდაპირ ჩაერთნენ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი: დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების მხარდაჭერა მიილია და საბოლოო ჯამში, ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს
არქივი