ნიკოლოზ სამხარაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობა სტრასბურგში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 06 აპრილი 2025, 17:28

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას საფუძველი არ არსებობს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სრულფასოვნად უნდა ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი, რადგან მსგავს მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს.

„იმის გამო, რომ წინა სესიაზე მათ პირობები დააყენეს იმისათვის, რომ სრულფასოვნად ეცნოთ საქართველოს დელეგაციის სრული მანდატი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობა სტრასბურგში. აქედან გამომდინარე, შემდეგ სესიაზე საქართველოს დელეგაცია იქ არ ეყოლება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს შეჩერებული. სანამ სრულად არ მოხდება გააზრება იმისა, რომ ძალით საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს არავინ არ ჩაატარებს, თუ არ იქნება წარმოდგენილი გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებები.

მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ხელახლა ჩატარდეს არჩევნები. სხვა შემთხვევაში არჩევნების ჩატარებას არანაირი საფუძველი არა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ გაყალბების კონკრეტულ მტკიცებულებებს ვერავინ ვერ წარმოადგენს, ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეას სხვა ალტერნატივა არ აქვს თუ არა სრულფასოვნად ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი. თუ ეს ასე არ იქნება ჩვენი წევრობა იქნება შეჩერებული“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში
პრემიერი: საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რატომ ცდილობს „დიფ სთეითი“ ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს მკვლელობით და ტერიტორიების ჩაბარებით გამორჩეული პოლიტიკური ძალა, ამიტომაა მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში
ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირმა დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება და ოპოზიციას არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება
ირაკლი კობახიძე - სანქციები გაკულაკების მოდერნიზებული ფორმაა - სირთულეები გვაქვს PACE-სთან, სადაც ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ვენეციის კომისიასთან, რომელიც საერთოდ არ სცემს პატივს სამართლებრივ პრინციპებს
ეკა სეფაშვილი ნატოზე Eagleeyeexplore-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში: რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგნი, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, თუმცა ახლა არ ვფიქრობ, რომ ნატოს გაფართოება მოსალოდნელია
არქივი