შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 06 აპრილი 2025, 10:55

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ისრაელში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლებებს შორის ღირებულებით და ინტერესთა თანხვედრასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე.

აღინიშნა, რომ დადებითად ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა. მხარეებმა გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების მზაობა. მხარეები შეთანხმდნენ დელეგაციების გაცვლაზე საპარლამენტო თანამშრომლობის სხვადასხვა დონეზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრულ ურთიერთობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომლებიც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ისტორიულად მჭიდრო კავშირებს ეფუძნება.

შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
კახა კალაძე გალერის განცხადებაზე: ეს ადამიანები არიან კონკრეტული ძალების წარმომადგენლები, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ არც საქართველო, არც დემოკრატია
კახა კალაძე: ყველა წავიდეს და მიხედოს თავის ქვეყანას, პარლამენტს და კანონებს - ჩვენ როგორმე მივხედავთ ამ ქვეყნის მომავალს და დავიცავთ მშვიდობას
ციცინო შავაძე მეუღლეზე, როინ შავაძეზე: ხელის თითები იმდენად გადამტვრეული ჰქონდა, რომ ცხედარს ჩვენ ის „ლეიკოთი“ დავუმაგრეთ, ტყავს ეჭირა უბრალოდ
შალვა პაპუაშვილი: ქართულ საზოგადოებას ეშინია არა სანქციების, არამედ საბჭოთა კავშირის
არქივი