20
05 აპრილი 2025, 21:52

ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში...იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი, - ამის შესახებ მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…
იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი! ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც ზედმეტად ბევრს ვითმენთ!!!
იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება!"- წერს ვატო შაქარიშვილი.
მანამდე, "მთავრი არხის" ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ვატო შაქარიშვილი და გოგა ხაინდარავა თავს დაესხნენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |