65
05 აპრილი 2025, 17:40

გვაქვს პრობლემები კომპლექსური მარილების მიმართულებით, თუმცა ვართ უკეთეს მდგომარეობაში, რადგანაც ვიცით მარილების რა სახეობასთან გვაქვს საქმე და განვსაზღვრავთ როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას, - განუცხადა ჟურნალისტებს კედლის მხატვრობის კონსერვაციის ბრიტანელმა ექსპერტმა სტივენ რიკერბიმ.
მისივე თქმით, შესაბამისად, პროგრესი ნამდვილად არის.
„მეორე პრობლემა, ეს არის მოხატულობის ფენის განშრევება კედლიდან. ჩვენ ეტაპობრივად დავძლევთ ამ პრობლემას კონსულტაციების გზით. ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში ძალიან ფრთხილად მუშაობს ამ დიდი არეალების კონსოლიდაციისთვის. ჩვენი გეგმის მიხედვით ორი წელი დასჭირდება ამ პრობლემის დაძლევას“, - აღნიშნა მან.
ქუთაისში, გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |