ლევან მაჭავარიანი - ეუთო/ოდირს თუ რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლიათ, ამერიკულ მხარეს მიმართონ, ჩვენ კანონის სრული ანალოგი გადმოვიღეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 03 აპრილი 2025, 18:11

ეუთო/ოდირს თუ რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლიათ, ამერიკულ მხარეს მიმართონ. ჩვენ კანონის სრული ანალოგი გადმოვიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გაცილებით მკაცრია, ვიდრე ადრე მიღებული ქართული კანონი.

„ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის გაცილებით მკაცრი, დრაკონული იმასთან შედარებით, რა კანონიც ჩვენ მივიღეთ. ქართული კანონი ექვსგვერდიანი იყო, რომელიც მხოლოდ დეკლარაციას ითხოვდა და ფიზიკურ პირებს არ ითვალისწინებდა, მით უმეტეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს უფრო მკაცრი კანონია, მაგრამ ამერიკაში თითქმის საუკუნეა, მოქმედებს და არ შეიძლება, ანტიდემოკრატიული კანონი ერთი საუკუნე მოქმედებდეს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გუშინ, 2 აპრილს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ODIHR-ი მოუწოდებს ხელისუფლებას, გადახედოს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ განხორციელებას და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს
შალვა პაპუაშვილი: ყველა რწმუნდება, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდა საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს
შალვა პაპუაშვილი: ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ჩვენს რეგიონშია
შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: ზოგადად თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის
არქივი