დავით სონღულაშვილი - რეგიონებში ვიზიტები რეგულარულ ხასიათს მიიღებს, ჩავალთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რათა უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს ფერმერებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 03 აპრილი 2025, 17:47

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფერმერებს შეხვდა.

სონღულაშვილმა აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი დაათვალიერა და განაცხადა, რომ ამ გამოწვევის დასაძლევად ერთობლივი ჩართულობაა საჭირო

„დავიწყეთ ვიზიტები რეგიონებში. დღეს აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი გავხსენით და შეხვედრები გავმართეთ სამეგრელოს, იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან. მნიშვნელოვანია მათი აქტიური მონაწილეობა ამ გამოწვევის დაძლევაში. აუცილებელია ყველა მათგანის ჩართულობა, რათა ერთად შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ამასთან, სონღულაშვილმა ფერმერებთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობასა და რეგიონებში აქტიური ვიზიტების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„რეგიონებში ვიზიტები რეგულარულ ხასიათს მიიღებს – ჩავალთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რათა უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს ფერმერებთან. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვადებში ადგილზე გავეცნოთ არსებულ გამოწვევებს, რომლებიც კონკრეტულ აგროკულტურებს უკავშირდება და შესაბამისი გადაწყვეტილებებით შევძლოთ ეფექტიანობის გაზრდა. აგროსასურსათო პროდუქციის ზრდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს
შალვა პაპუაშვილი: ყველა რწმუნდება, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდა საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს
შალვა პაპუაშვილი: ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ჩვენს რეგიონშია
შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: ზოგადად თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის
არქივი