მთავრობის განკარგულებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 03 აპრილი 2025, 17:22

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო 2022 წლის პირველი თებერვლიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს.

შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2025 წლის პირველ ივლისამდე შემდეგი სამედიცინო სერვისებით ისარგებლებენ:

იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი;

ფსიქიკური ჯანმრთელობა;

დიაბეტის მართვა, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

დიალიზი;

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;

რეფერალური მომსახურება – გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეეებს სიტყვით მიმართა
ნიკოლოზ სამხარაძე - საფრანგეთის დელეგაციას ვუთხარი, რომ საქართველო ვერ მოიქცევა ესტონეთის მსგავსად, არც ნატო-ს წევრი ვართ, არც ევროკავშირის და პარლამენტიდან 35 კილომეტრში რუსული ჯარი დგას
კირ სტარმერი - მსოფლიო, როგორიც ვიცოდით, დასრულდა, არავინაა მოგებული სავაჭრო ომში
უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს
შალვა პაპუაშვილი: ყველა რწმუნდება, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდა საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს
არქივი