ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 03 აპრილი 2025, 16:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს შეხვდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მთავრობის მეთაურს „ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კონვენციასა და საქართველოში მისი რატიფიცირების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი შეფასებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის კონვენცია პირველი და ისტორიული დოკუმენტია ევროპის მასშტაბით ადვოკატთა უფლებების გაძლიერების და მათი საქმიანობის თავისუფლების გარანტიების მიმართულებით.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ადვოკატთა უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი საქართველოში კანონმდებლობით უკვე გარანტირებულია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად ადვოკატის დამოუკიდებლობის, პროფესიული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის გარანტიები კონსტიტუციის დონეზე ავიდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ადვოკატთა მოსაზრებებისა და წინადადებების გაზიარებისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კირ სტარმერი - მსოფლიო, როგორიც ვიცოდით, დასრულდა, არავინაა მოგებული სავაჭრო ომში
უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს
შალვა პაპუაშვილი: ყველა რწმუნდება, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდა საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს
შალვა პაპუაშვილი: ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ჩვენს რეგიონშია
შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
არქივი