გიორგი გამსახურდია: სალომე ზურაბიშვილი ებრძოდა გამსახურდიას. ოპოზიციური კოჰორტა დაკომპლექტებულია პუტჩისტებით, იქ დგანან სამხედრო გადატრიალების მომწყობები და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე რომ ამ აქციას ამთხვევ, იუმორიც არ ყოფნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 03 აპრილი 2025, 02:01

მთელი ოპოზიციური კოჰორტა დაკომპლექტებული არის პუტჩისტებით. იქ დგანან სამხედრო გადატრიალების მომწყობები და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე რომ ამას ამთხვევ, იუმორიც არ ყოფნის ამას, - ასე გამოეხმაურა გიორგი გამსახურდია გადაცემაში „იმედი LIVE“ მისი მამის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე გამართულ აქციას, რომელსაც „ზვიად გამსახურდიას სახელობის მარში“ უწოდეს.

„სალომე ზურაბიშვილი მთელი თავისი ცხოვრება თავის შვილის ნათლიასთან ერთად - თავის მეუღლესთან ერთად ებრძოდა ზვიად გამსახურდიას. ეს არის ფაქტი და მთლიანი მთელი ოპოზიციური კოჰორტა დაკომპლექტებული არის პუტჩისტებით. იქ დგანან სამხედრო გადატრიალების მომწყობები და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე რომ ამას ამთხვევ, იუმორიც არ ყოფნის ამას... ერთხელ ასეთი შედარება გააკეთა რომელიღაც ფაქტზე ჩემმა ძმამ ცოტნემ, რომ იგივეა პაციფისტის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგაო. ყველაფერს ეჭიდებიან“, - აღნიშნა მან.

ამას გარდა, გამსახურდიამ ისაუბრა ოპოზიციის ნარატივზე, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას არავინ აღიარებს.

„ქალბატონი ელჩი [რობინ დანიგანი] ბრძანდებოდა ქალბატონ მაკასთან [ბოჭორიშვილი], იქ ინდოეთში, [შეხვდა] ტულსი გაბარდს და ვიღაც ოპოზიციონერი ქალბატონი წერდა, ტულსი გაბარდი არაფერს ნიშნავსო, თურმე ხატია დეკანოიძე ნიშნავს რამეს და გაბარდი არაფერს. ამ რეალობას ქმნიან და მერე ამას იჯერებენ თვითონ. მილევად რეჟიმშია ეს ყველაფერი“, - განაცხადა გამსახურდიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილმა ბელგიის სამეფოს ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთობლივი შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი: იმის გამო, რომ უარი ვთქვით, წავსულიყავით ესკალაციაზე, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, ანუ დაგვენგრია ქვეყანა, ევროპაში ზოგიერთი გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი - ნაწყენი და ზოგიერთი - გაბრაზებული
ნიკოლოზ სამხარაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობა სტრასბურგში
წყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიკოლოზ სამხარაძე და მაია ბითაძე საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
არქივი