დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 20%-იანი და დიდ ბრიტანეთს 10%-იანი ტარიფები დაუწესა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 03 აპრილი 2025, 01:07

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სულ მცირე, 10%-იანი საბაზისო ტარიფი ყველა ქვეყანას დაუწესა.

ტრამპმა აჩვენა დიაგრამა, სახელწოდებით „ორმხრივი ტარიფები“, რომელშიც შედარებულია სხვა ქვეყნების მიერ აშშ-ზე დაწესებული ტარიფები ვაშინგტონის გადასახადებთან.

დიაგრამაზე ნაჩვენებია, რომ აშშ დიდი ბრიტანეთისთვის იმპორტზე 10%-იან და ევროკავშირისთვის 20%-იან ტარიფებს აწესებს.

„ისინი გვახდევინებენ, ჩვენც ვახდევინებთ. როგორ შეიძლება, ვინმე ამაზე გაბრაზდეს?“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კომპანიებისთვის, რომლებიც აწარმოებენ თავიანთ პროდუქტს აშშ-ში, ტარიფები არ იქნება.

„არ იქნება ტარიფი, თუ თქვენ აწარმოებთ თქვენს პროდუქტს სწორედ აქ, ამერიკაში“ – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 2025 წლის 2 აპრილი სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც ამერიკის ინდუსტრიის აღორძინების დღე.

„ეს არის გათავისუფლების დღე, რომელსაც დიდი ხანია, ველოდებით. 2025 წლის 2 აპრილი სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც ამერიკის ინდუსტრიის აღორძინების დღე, დღე, როცა ამერიკა გამდიდრდება. ამერიკით ისარგებლეს თაღლითებმა, ჩვენს გადასახადის გადამხდელებს 50 წლის მანძილზე ძარცვავდნენ, მაგრამ ეს ასე აღარ გაგრძელდება. მალე მოვაწერ ხელს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აამოქმედებს საპასუხო ტარიფებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც ისინი ჩვენთან აკეთებენ, ჩვენ მათ გავუკეთებთ. ეს ძალიან მარტივია.

ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ამერიკის ისტორიაში, დღეს აშშ-ის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გამოცხადება აღინიშნება.ახლა ჩვენი აყვავების დროა. სამუშაო ადგილები და ადგილობრივი წარმოება ამერიკაში დაბრუნდება. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა. როდესაც საქმე ვაჭრობას ეხება, ხანდახან მეგობარი მტერზე უარესია. სამხრეთ კორეაში წარმოებული მანქანების 80%-ზე მეტი იყიდება სამხრეთ კორეაში, ხოლო იაპონიაში გაყიდული მანქანების 90%-ზე მეტი დამზადებულია იაპონიაში და აშშ-ში დამზადებული მანქანები მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს ამ ქვეყნებში. მაგალითად, „ფორდი“ ძალიან ცოტას ყიდის სხვა ქვეყნებში. დისბალანსმა გაანადგურა აშშ-ის მრეწველობა, ამიტომ ჩვენ დავაწესებთ 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე. ჩვენ ვზრუნავთ ქვეყნებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახლა დროა აშშ-მა იზრუნოს საკუთარ ხალხზე”,- განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, „მალე“ მიიღებს ზარებს მეფეებისგან, დედოფლებისგან და ელჩებისგან, რომლებიც ტარიფებისგან გათავისუფლებას ითხოვენ, მისი გზავნილი კი მათთვის ასეთია – „გააუქმეთ საკუთარი ტარიფები, დაწიეთ ბარიერები, ნუ მანიპულირებთ თქვენი ვალუტით და დაიწყეთ ათობით მილიარდი დოლარის ამერიკული საქონლის ყიდვა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილმა ბელგიის სამეფოს ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთობლივი შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი: იმის გამო, რომ უარი ვთქვით, წავსულიყავით ესკალაციაზე, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, ანუ დაგვენგრია ქვეყანა, ევროპაში ზოგიერთი გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი - ნაწყენი და ზოგიერთი - გაბრაზებული
ნიკოლოზ სამხარაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობა სტრასბურგში
წყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიკოლოზ სამხარაძე და მაია ბითაძე საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
არქივი