მაკა ბოჭორიშვილი - ხელისუფლებამ უარი თქვა ომზე, უარი უთხრა არასტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამიტომაც მივიღეთ გარკვეული ძალების მხრიდან ამხელა ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 03 აპრილი 2025, 00:51

მარტო ფარულ წახალისებას არა, ჩვენ იმ ქმედებებისა და იმ ნაბიჯების ღია წახალისებასაც ვხედავთ ხოლმე უცხოელი აქტორებისგან, როდესაც საქართველოში მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ცალსახად აგრესიულები არიან, ცალსახად უპირისპირდებიან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ყველაფერს, რაც დემოკრატიის საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ი განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს სჯიან ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, რომელიც მშვიდობასა და ქვეყანაში სტაბილურობას ემსახურებოდა.

„დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობას უპირისპირდებიან, დემოკრატიულ არჩევანს უპირისპირდებიან და ასეთ ჯგუფებზე ამბობ, რომ ეს არის შენი დასაყრდენი ამ ქვეყანაში, ამ ჯგუფებს აფინანსებ, შენ დგახარ ამ ჯგუფების უკან და მაშინ, მოდით, ვთქვათ, რა არის ის ინტერესი, რაც ერთობლივად ამოძრავებთ ამ ჯგუფების დამფინანსებლებს და თავად ამ ჯგუფებს საქართველოში. ბოლო პერიოდში ვხედავთ ერთადერთ რამეს – საქართველო ისჯება იმ არჩევანის გამო, რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ გააკეთა არჩევანი მშვიდობისკენ და არა ომისკენ, უარი თქვა ომზე, უარი უთხრა არასტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამიტომაც მივიღეთ გარკვეული ძალების მხრიდან ამხელა ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე. ეს გრძელდება, ეს ძალები არსად წასულან, კვლავ არსებობს იმის ინტერესი, რომ საქართველოში იყოს გარკვეული დესტაბილიზაციის კერა. იმასაც ვხედავთ, რამხელა წინააღმდეგობა აქვს თუნდაც უკრაინაში სამშვიდობო პროცესს, ვხედავთ, ვის რა ინტერესი აქვს, რათა გახანგრძლივდეს საომარი მოქმედებები. ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობასთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: იმის გამო, რომ უარი ვთქვით, წავსულიყავით ესკალაციაზე, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, ანუ დაგვენგრია ქვეყანა, ევროპაში ზოგიერთი გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი - ნაწყენი და ზოგიერთი - გაბრაზებული
ნიკოლოზ სამხარაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობა სტრასბურგში
წყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიკოლოზ სამხარაძე და მაია ბითაძე საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა
არქივი