თეთრი სახლის პრესმდივანი - „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკი ჯერ არ ტოვებს თავის თანამდებობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 02 აპრილი 2025, 23:26

ეს „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკი ჯერჯერობით არ ტოვებს თავის თანამდებობას, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი „პოლიტიკოს“ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება.

„ეს „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკმა და პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ილონი დატოვებს საჯარო სამსახურს, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომელი, როდესაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში (DOGE) მისი შესანიშნავი სამუშაო დასრულდება“,- წერს ლევიტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილმა ბელგიის სამეფოს ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთობლივი შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი: იმის გამო, რომ უარი ვთქვით, წავსულიყავით ესკალაციაზე, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, ანუ დაგვენგრია ქვეყანა, ევროპაში ზოგიერთი გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი - ნაწყენი და ზოგიერთი - გაბრაზებული
ნიკოლოზ სამხარაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობა სტრასბურგში
წყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიკოლოზ სამხარაძე და მაია ბითაძე საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
არქივი